ახალი ამბები • 1751358640
ბათუმის დრამატული თეატრი ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ
კულტურა
1713938940
„არა რუსულ კანონს! ჩვენი გზა ევროპაშია " - ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობებმა აგენტების კანონი გააპროტესტეს. დასის წევრებმა სცენიდან ღიად დაგმეს რუსეთი და თქვეს, რომ იგი ოკუპანტია. ფაქტს ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ზომების გატარება არ მოჰყოლია, თუმცა მსახიობებს მოლოდინი აქვთ, რომ შესაძლოა გაფრთხილებები მიიღონ.
მსახიობმა მეგი კობალაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შარშან თეატრის აივნიდან ე.წ რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერის განთავსების შემდეგ მას ხელშეკრულება შეუცვალეს და დაამატეს პუნქტი, რომლითაც პირდაპირ ეკრძალება მისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება თეატრის შენობაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა