ახალი ამბები • 1755160966
აჭარაში, სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება
განათლება
1740588372

აჭარაში, სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე TV25.GE-სთან აზუსტებს, რომ გაცდენილი საათები კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. მისივე ინფორმაციით, ძალაში რჩება საგაზაფხულო არდადეგებიც.
ცნობისთვის, აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს, რის გამოც შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. გადაადგილება უჭირთ ქვეითებსაც. ქალაქში 24 თებერვლის შემდგომ აღარ მოძრაობს მუნიციპალური ტრანპორტი, რადგანაც, ქუჩები და ტროტუარები სათანადოდ არ არის გაწმენდილი.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა