ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა...
განათლება
1757689937

სს
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
უწყების განმარტებით, ახალი სტატუსით სასწავლებელს შეუძლია დანერგოს მართვის, სწავლების, მეთოდოლოგიისა და მოსწავლეთა პროგრესის შეფასების ინოვაციური მეთოდები, ასევე გამოიყენოს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ სასწავლებლებში აპრობირებული სასწავლო პროგრამები.
დაწესებულების სასწავლებლად გარდაქმნა შექმნის საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებას და ამ სახელოვნებო ინსტიტუტის ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას აცხადებენ აჭარის კულტურის სამინისტროში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა