მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა | NAEC.GE

gamocda

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა -ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცრცელებს. 

წელს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია, რასაც ადასტურებს გასულ წელს რეგისტრირებულთა რაოდენობა: 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.  საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:


ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია  2 300-მა  აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია  2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია  900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია  3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

"გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი."-წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა