ახალი ამბები • 1756410394
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
არჩევნები
1759599385

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.
ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, "გირჩი - მეტი თავისუფლების" კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა