ახალი ამბები • 1755160966
მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვა
1721068460
მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს. ვიზიტების ფარგლებში სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა ტარდება. მასში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და რადიოლოგი. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მედიკამენტების პაკეტი. ამჯერად, სამედიცინო ჯგუფის მორიგი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტის მთა ნაკონაღვარში შედგა. პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში უკვე განხორციელდა 14 ვიზიტი და გამოკვლეულია 600-მდე ბენეფიციარი. მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილებაა.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა