ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის დაფინანსება დაიწყო

ჯანდაცვა

მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის - ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის დაფინანსება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია, რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ პირებში ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რომელიც მოიცავს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარებას რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის საშუალებით, ასევე რევმატოლოგის კონსულტაციას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, პროგრამის ბიუჯეტი 126 000 ლარს შეადგენს. სერვისით წელს ჯამში 600-მდე მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მიეკუთვნებიან შემდეგ რისკ-ჯგუფს: 

50 წლის და ზევით ასაკის ქალი ან 60 წლის და ზევით ასაკის კაცი;

სტეროიდული ჰორმონის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში (3 და მეტი თვე);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით - კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი;

თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით;

ქიმიო, ჰორმონო ან სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;

წარსულში მოტეხილობით;

სიმაღლეში კლებით;

წონის დეფიციტით.

სკრინინგის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ვერძაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ გაეცნო.      

მეტის ნახვა