ახალი ამბები • 1749795120
ბათუმში მელიქიშვილის მე-3 შესახვევში სკვერის მშენებლობა დასრულდა
ინფრასტრუქტურა
1721154236
ბათუმში მელიქიშვილის მე-3 შესახვევში სკვერის მშენებლობა დასრულდა. კეთილმოეწყო რეკრეაციული სივრცე, დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები, განთავსდა საპარკო ინვენტარი. სამუშაოებისთვის 249 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს ბათუმში 20-ზე მეტი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება. ახალი სკვერი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

“ეს იყო კლასიკური გატაცება” | კოტე იოსელიანი
1749645219

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა