ახალი ამბები • 1755160966
მწვანე კონცხის მიმართულებით წყალმომატაგების სისტემის ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო
ინფრასტრუქტურა
1743004782

მწვანე კონცხის მიმართულებით წყალმომარაგების სისტემის ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდგომ, 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით 500-მდე ოჯახი ისარგებლებს.
"პროექტი ითვალისწინებს 1000 კბ.მ რეზერვუარის, საწნეო ხაზის, სატუმბი სადგურისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.
პროექტის ღირებულება 15 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2026 წლის აპრილის ბოლომდე დასრულდება.
ამ დროისთვის ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს."- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა