ახალი ამბები • 1751358640
ქედაში შშმ პირი გააუპატიურეს - სექსუალური მოძალადე უკვე დაკავებულია
ამბები მთიდან
1720508640
37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელზეც ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს, უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში რჩება. სექსუალური მოძალადე კი პოლიციამ უკვე დააკავა. 30 წლამდე კაცი დაზარალებულის მეზობელია. ცნობილი ხდება, რომ ძალადობის მომენტში ქალი ქედაში, სახლში მარტო იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა