ახალი ამბები • 1769693544
,,მმართველი გუნდი მანდატების მიტაცებას ცდილობს" - პარტია ,,საქართველოსთვის"
პოლიტიკა
1721219268
„არჩევნების წაგების შიშით შეპყრობილი „ოცნება“ განაგრძობს საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებას“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გააკეთა. ნინო ჩხეტიას განცხადებით, რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში უკვე დარეგისტრირდა არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც მანდატების განაწილების წესი იცვლება. ოპოზიციონერის თქმით, ამ სქემით მმართველი გუნდი მანდატების მითვისებას ცდილობს. ჩხეტიამ ასევე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ოცნება აქტიურად მუშაობს აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩევლების გადმოწერაზე. ბრალდებებს უპასუხა სახელისუფლებო გუნდის წევრმა. დავით გაბაიძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა და პრეტენზიები მეტად არგუმენტირებული უნდა იყოს.
მეტის ნახვა






















