ახალი ამბები • 1755160966
დღეს ბარბარობაა
რელიგია
1734425592

დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა, დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, წმინდანი, ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ კი თავი თავად მამამ მოჰკვეთა. წმინდანი, ბავშვთა მფარველად და ავადმყოფთა მკურნალად მიიჩნევა. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად, განსაკუთრებით, პატარები მიჰყავთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანები, ტრადიციულად, ლობიანებს აცხობენ. ბარბარობის დღესასწაული, ყოველი წლის, 17 დეკემბერს 4-ე საუკუნიდან აღინიშნება.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა