ახალი ამბები • 1756410394
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები TikTok -ზე არათუ არ არიან დაცული პორნოგრაფიისგან, არამედ მათ ამგვარი კონტენტისკენ უბიძგებენ...

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Global Witness-მა TikTok-ზე ჩატარებული კვლევის შედეგად სერიოზული ხარვეზები გამოავლინა.
კვლევის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ყალბი ანგარიში, რომლებიც 13 წლის არასრულწლოვნებად იყო ფორმალურად წარმოდგენილი. მიუხედავად ყალბი დაბადების თარიღებისა, პლატფორმამ მათ არ მოსთხოვა ასაკის დამადასტურებელი ინფორმაცია.
ანგარიშებზე ჩართული იყო ე.წ. Restricted Mode — ფუნქცია, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვნებისთვის 18+ შინაარსის შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, TikTok-მა ამ პროფილებს სთავაზობდა სექსუალური ხასიათის ვიდეოებს, მათ შორის პორნოგრაფიულ სცენებს.
Global Witness-ის წარმომადგენლის განცხადებით, TikTok-ის ალგორითმი აქტიურად ურჩევდა არასრულწლოვნების მსგავსი პროფილებისთვის მიუღებელ შინაარსს, რაც საფრთხეს უქმნის მათი ფსიქიკური განვითარების უსაფრთხოებას.
ორგანიზაციამ აღნიშნული ფაქტები აცნობა TikTok-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა, შემდგომი განმეორებითი კვლევის შედეგად იდენტური შედეგები დაფიქსირდა.
კვლევის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვან მომხმარებლებს სჭირდებათ დაცული გარემო, სადაც არ ექნებათ წვდომა მავნე და პოტენციურად ზიანის მომტან კონტენტზე.

1756113571