ახალი ამბები • 1755160966
უცხოელი ინფლუენსერები აჭარის პოპულარიზაციას აგრძელებენ

იტალიელმა და ესპანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს. .
ქედის ძირითადი ტურისტული ადგილების გადაღების შემდეგ ისინი ჩირუხის მთას სტუმრობდნენ, სადაც საზაფხულო იალაღებზე ავთენტური აჭარული ხის სახლების გადაღების, ადგილობრივების, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის გამოცდისა და შუამთის ტბების მონახულების საშუალება ჰქონდათ.
უცხოელმა მოგზაურებმა ასევე დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ათასობით გამომწერს უზიარებდნენ.
ინფლუენსერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.
“ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას. ამჯერად, სტუმრად გვყავდა ინფლუენსერები ესპანეთიდან და იტალიიდან, რომლებმაც ჩვენს სამიზნე აუდიტორიას აჩვენეს თუ რისი ნახვა თუ გამოცდაა შესაძლებელი აჭარაში მოგზაურობისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოტენციურ ტურისტებს გავაცნოთ როგორი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და ბუნება გააჩნია ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას. მედია-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გავაგრძელებთ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აჭარის პოპულარიზაციას,”- განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

1746451221

1745312322