12, ნოემბერი 2019 17:21:00
მერაბ ბლადაძემ ,,პატრიოტთა ალიანსი დატოვა“. იგი აცხადებს, რომ პარტიის დატოვება ლიდერებთან შეუთავსებლობის გამო გადაწყვიტა. ,,პარტიიდან წამოსვლის მიუხედავად, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან, ჩემი ურთერთობა დარჩება მეგობრული და კოლეგიალური,-'' განაცხადა ბლადაძემ. იგი რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. მერაბ ბლადაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი თებერვალში გახდა. მან დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი ჩაანაცვლა.