02, დეკემბერი 2019 18:19:00
შაქრიანი საკვების მიღება ადამიანის მეხსიერებასა და ქცევაზე გავლენას ახდენს, ამბობს კანადელი ნეირობიოლოგი ემი რაიჰელტი. "ჩემი კვლევა ნეირობიოლოგიაში არის იმის შესახებ, თუ რამდენად მოქმედებს ადამიანის ტვინზე თანამედროვე საკვები, რომელიც ჭარბწონიანობას იწვევს", - ამბობს ემი რაიჰელტი. ამის შესახებ ინფორმაციას Slate.fr ავრცელებს.
"იმის გამო, რომ ტკბილი საკვები ენერგიის დიდი წყაროა, ევოლუციამ ისინი განსაკუთრებით მიმზიდველად აქცია", - ამბობს ნეირობიოლოგი და დასძენს, რომ როდესაც ადამიანი ტკბილ საკვებს ჭამს, ტვინში აქტიურდება ჯილდოს სისტემა, რომელსაც მეზოლიმური დოფამინერგული სისტემა ჰქვია. დოფამინი ქიმიური ნივთიერებაა, მას გამოყოფს ნეირონები, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიურ მდგომარეობას. "როდესაც ირთვება ჯილდოს სისტემა, ის ააქტიურებს ქცევას, რომელიც დიდი ალბათობით განმეორებითია", - განმარტავს მკვლევარი.
ტვინი მუდმივად უწევს რეკონსტრუქციას თავის კავშირებს პროცესის საშუალებით, რომელსაც ნეიროპლასტიკა ეწოდება. ნეირობიოლოგის თქმით, ჯილდოს სისტემის გააქტიურება მედიკამენტებით ან შაქრიანი საკვებით, ტვინს აჩვევს ამგვარ სტიმულირებას, რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი ტკბილი უნდა ვჭამოთ, რათა ერთი და იგივე კმაყოფილების დონე განვიცადოთ.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სასურველია დღიურად დამატებული შაქრის ნორმა დღიური კალორიის 5%-მდე შემცირდეს, რაც 25 გრამის ტოლფასია (6 ჩაის კოვზი შაქარი).