19, იანვარი 2020 13:05:00
ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1960 წელს დაბადებულმა ვ.ხ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.