03, თებერვალი 2020 17:30:00
ოპოზიცია აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. საუბარია ახალი ბულვარის ბოლოს, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სამ საცხოვრებელ კორპუსზე. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ რეგიონის ხელისუფლება, ბათუმს, კორუფციული გარიგებების შედეგად ტურისტულ პოტენციალს უკარგავს. გელა დეკანაძის თქმით, სამი დღის დარეგისტრირებულ კომპანიაზე 15 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია მიზერულ ფასად, სამ მილონ დოლარად გასხვისდა. თემასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობაში კომენტარი, ამ დრომდე, არ გაკეთებულა.