03, თებერვალი 2020 17:42:00
ბათუმში, სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი სამართალდამცავებს შემთხვევის შემდეგ თავად ჩაბარდა. დაწესებულების მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მძღოლი ქვეითს დაეჯახა, თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა, ვიდეო კამერების ჩანაწერებში დაზუსტებით არ ჩანს. შემთხვევა ბათუმში დილის 7 საათზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.