17, აგვისტო 2020 18:45:00
ლელომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა. პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ იმ კონკრეტულ პროგრამაზე ისაუბრა, რომლითაც პარტია რეგიონში მუშაობას აპირებს. მისი თქმით, “ლელო“ არის ახალი ძალა, რომელიც შექმნის და განავითარებს მძლავრ, საზღვაო ინდუსტრიას. პოლიტიკურ გაერთიანებას სიაში წარდგენილი 15 წევრის ნუმერაცია ჯერ დადგენილი არ აქვს. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, „ლელომ“ ბათუმის საარჩევნო ოლქში, გენად თებიძე წარადგინა. ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში კი მერაბ აბაშიძე. რაც შეეხება ქობულეთს, პარტიას აქ კანდიდატი შერჩეული ჯერ არ ჰყავს. საქართველოს პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად ბათუმიდან, ირაკლი კუპრაძე იბრძოლებს. ქობულეთიდან კი პაატა ცივაძე. ხოლო ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის ოლქიდან კენჭს ჯამბულ ხოზრევანიძე იყრის.