11, სექტემბერი 2020 13:08:00
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" საუბნო კომისიების მმართველი გუნდის მხარდამჭერებით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით აკომპლექტებს მაშინ, როცა კანონი საუბნო კომისიებში პოლიტიკურად ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
გიორგი კირთაძემ ბრიფინგის დროს რამდენიმე პირის ფეისბუქპროფილის ფოტოები წარადგინს, სადაც აღნიშნული ადამიანები მმართველი პარტიის რეკლამირებას ეწევიან.
კირთაძის განცხადებითვე, მსგავსი შემთხვევები ბევრია და პარტია მას ეტაპობრივად გააჟღერებს.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ მსგავსი განცხადება გუშინაც გაავრცელა.