14, ოქტომბერი 2020 10:02:00
ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პაატა კიკაბიძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში.
"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიის წევრზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. დააკავა. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.