22, თებერვალი 2021 16:55:00
და კვლავაც, პროტესტის მიზეზს წარმოადგენს „ამბასადორ“ ბათუმი. მიმდინარე მშენებლობასთან „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები დღესაც შეიკრიბნენ. ოპოზიციურად განწყობილმა ადანიანებმა, ღობეს წრე შემოარტყეს და სამშენებლო სამუშაოების შეჩერება სცადეს. მოგვიანებით, აქციის წევრებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სცადეს, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. განუმარტეს, რომ შენობაში მძღოლების გარდა არავინ იმყოფებოდა. აქტივისტების სატელეფონო ზარებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ უპასუხეს. აქციის მონაწილეები, ზღვისპირა პარკში მიმდინარე მშენებლობას, რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. ამბობენ, რომ იგი ბულვარის იერსახეს ამახინჯებს და ნებართვა ხელმძღვანელი პირებისგან, კორუფციული გარიგებების საფუძველზე გაიცა.