23, თებერვალი 2021 14:15:00
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს.
"დემოკრატია და პოლიტიკური წონასწორობა დგას კანონის უზენაესობაზე. მონაწილეობაზე უარის თქმა, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება - ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. პრაგმატული პოლიტიკის დროა". - ასე გამოეხმაურა 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი.
დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.