28, ივნისი 2021 13:33:00
ცოტა ხნის წინ ხახულის არხში მიკროავტობუსი გადავარდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა, რა დროსაც იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეზე ადმინისტრაციული მოკვლევით დაიწყო.