28, ივლისი 2021 15:11:00
3 666 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი - ქვეყანის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მზარდი ციფრების მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლება რეგულაციების დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს. დაბალია ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობაც. დღეიდან, აჭარაში იმუნიზაცია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ორ საზოგადოებრივ სივრცეში, მეტრო-სითსა და ბათუმი მოლში იქნება შესაძლებელი. პარალელურად ვაქცინაციის პროცესი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უფრო მეტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გვეტყვის.