22, ოქტომბერი 2021 12:39:00
ცხრა წლიანი მმართველობის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ავარიული სახლები, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გაახსენდა. წინა საარჩევნო მოსყიდვა თუ, მოქალაქეების პრობლემების აღმოფხვრა? როგორც მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, ისინი მუშაობს არასდროს წყვეტდნენ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ბათუმში ასობით ოჯახი სწორედ რისკის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გააჟღერა. როგორც თავად ამბობს ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტიდან, 20 მილიონით მერიას მიზნობრივ დახმარეს გაუწევენ და ეტაპოვრივად მოქალაქეების დახმარება დაიწყება. ჯამში ოთხი წლის განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.