15, ივლისი 2019 17:56:00
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების კაცმა თანამშრომელმა ქალ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალდა.
ინციდენტში ორი პირი ფიგურირებს. სააგენტოს თანამშრომლები დაპირისპირებული მხარეების შესახებ არ საუბრობენ, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დაწესებულებაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აქ არ ამბობენ რა გახდა უთანხმოების მიზეზი. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში თავის ტრამვით მოათავსეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობ.
"TV 25" მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევს და მხარეთა პოზიციებს მოგვიანებით შემოგთვაზებთ.