22, აგვისტო 2019 14:30:00
დღეს დილით, 11 საათზე ბათუმის ბულვარში შუახნის კაცი სეირნობის დროს გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს მოქალაქე ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც TV 25 ერთ-ერთმა ადგილობრივმა აცნობა, შემთხვევა ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთასთან, ახალ ბულვარში მოხდა. მისი მტკიცებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ტერიტორიაზე დაგვიანებით მივიდა, რაც კაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მოქალაქის პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად, 5 წუთში მივიდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.