23, აგვისტო 2019 20:38:00
იმ მეწარმე სუბიექტებს, რომელებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად საბანკო ვალდებულებასთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები შეექმათ, სახელმწიფო დამხარებას გაუწევს. ინიციატივა, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. მექანიზმი პირველი სექტემბერიდან ამოქმედდება და მას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. უწყება, იმ მეწარმეებს რომელთაც სესხი 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ეროვნულ ვალუტაში აქვთ აღებული, 80 % -იან, ხოლო უცხოურ ვალუტაში აღებულს - 70 % -იან თანადაფინასებას გაუწევს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, აღჭურვისა და რემონტის მიზნით სესხი, 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში აქვთ აღებული.