23, აგვისტო 2019 20:35:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები - ეს ის საკითხებია, რაც შინაგან სამქეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს გააცნო. კოორდინაციის გაძლიერების მიზნით გამართულ შეხვედრაზე ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ კუთხით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე გაამახვილეს ყურადღება. გადაწყდა რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდება.