17, ოქტომბერი 2019 11:07:00
კოდორის ხეობაში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მაშველები თემურ ძეიდოევს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა. კაცი მდინარე კოდორის დინებამ მაშინ გაიტაცა, როდესაც ის ტურისტების ჯგუფთან ერთად გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალს ლაშქრავდა.
ფოტო: არქივიდან