31, ოქტომბერი 2019 12:02:00
2015-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველწლიურად საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სკოლას საშუალოდ 7000-ზე მეტი მოსწავლე ტოვებს.
რაც შეეხება 2018-2019 სასწავლო წელს, სკოლა საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, 7033 მოსწავლემ დატოვა, საიდანაც სწავლა პროფესიულ სასწავლებელში 1858-მა გააგრძელა.ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, 29 529 მოსწავლიდან, რომელმაც მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა დატოვა, 7915-მა სწავლა პროფესიულ პროგრამებზე გააგრძელა.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლას ძირიდად რეგიონებში ტოვებენ.
წყარო : interpressnews.ge