06, ნოემბერი 2019 09:44:00
დიდ დიღომში მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, გუშინ დღის ბოლოს მოხდა. 35 წლამდე ახალგაზრდა კაცმა მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღო - ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, კიდურებისა და გულმკერდის ტრავმასთან ერთად კაცს დაზიანებული აქვს თავის ქალაც და მის მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ.
წყარო: რუსთავი 2