26, დეკემბერი 2019 19:17:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე, 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გუშინ გაუჩნდა და საკმაოდ დიდ ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ლოკალიზებას ქარიანი ამინდი და გაძნელებული ხილვადობა ართულებდა, ამიტომაც მეხანძრე-მაშველებს ჩაქვისა და ბათუმის ბრიგადების დამატება დასჭირდათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო დღეებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ათზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა. ცეცხლი ძირითადად, ეკალ-ბარდს, ბალახსა და ფოთლებს ეკიდება. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, უნალექო და თბილი ამინდების შედეგად ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.