26, დეკემბერი 2019 22:38:00
"თავისუფალი სიტყვის დამცველი -2019" - ეს არის ჯილდო, რომელიც ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" აღმასრულებელმა დირექტორმა "TV 25"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს გადასცა.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სულხან მესხიძეს ეს ჯილდო საზოგადოებაში მაღალი ნდობისთვის და სხვადასხვა აქტუალური თემების ობიექტურად გაშუქებისთვის გადაეცა.
ორგანიზაცია ტრადიციულ ღონისძიებას ყოველწლიურად ატარებს. წელს ჯამში 11 ჟურნალისტი დააჯილდოვეს.
დედაქალაქში გამართულ ღონისძიებას, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, იურისტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას, ორგანიზაციამ შეკრებილებს ასევე, მათი საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.