14, მაისი 2020 17:41:00
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ონლაინ მეცადინეობების პლატფორმა დაგეგმა. აღსაზრდელებსა და მშობლებს, ეროვნული გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ვიდეოგაკვეთილები მიეწოდება. მასალის დამუშავებას და გავრცელებას მეთოდისტები და წამყვანი სპეციალისტები უზრუნველყოფენ. თემატიკა ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელზეა მორგებული. აქტივობებში მშობლებიც ერთვებიან. შესაბამისი ტექსტი და ვიდეო მასალა ბათუმის მერიის პრესცენტრმა მოგვაწოდა.