03, ივნისი 2020 09:55:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.