11, ივნისი 2020 17:01:00
,,დახატე ისტორია’’ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მასში მონაწილეობა სულ 7-დან 18 წლამდე ასაკის 13-მა კონკურსანტთა მიიღო. ისინი სამ ასაკობრივ კატეგორიად დაიყო და თითოეულში საუკეთესოები გამოვლინდნენ. კონკურსი საგანგებო რეჟიმის პერიოდში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. პირობების მიხედვით, მონაწილეებს უნდა დაეხატათ აჭარაში არსებული რომელიმე ისტორიული ძეგლი, ნამუშევარზე გადაეღოთ ფოტო და გაეგზავნათ სააგენტოს Facebook გვერდზე. უპირატესობა მიენიჭა ნამუშევრებს, რომლებითაც შესაძლებელი გახდა კონკრეტულ ძეგლთან დაკავშირებული რომელიმე ისტორიული ფაქტის გაცოცხლება.