29, ივნისი 2020 21:59:00
აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან, კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ორივე შემთხვევა საზღვრიდან პირდაპირ ცხელების ცენტშია გადაყვანილი, ორივე ინფიცირებული მძღოლია.მათ შემხებლობა არავისთან ჰქონიათ. ამჟამად ისინი კლინიკა “ მედალფაში“ მსუბუქი სიმპტომებით მკურნალობენ. აჭარაში, 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა პირველად გუშინ გვიან ღამით გამოვლინდა. როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა აჭარას მწვანე ზონის სტატუსი აღარ ექნება.