08, ივლისი 2020 21:02:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს. პოსტის დასაკავებლად განაცხადი ინგა შამილიშვილს და მერაბ ხალვაშს აქვს დარეგისტრირებული. ხალვაში უნივერსიტეტის მოქმედი რექტორია, შამილიშვილი კი აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი. არჩევნები 15 ივლისს ჩატარდება. რექტორი უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს, რომელიც 11 წევრისგან შედგება. კანდიდატს, მინიმუმ 6 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. აკადემიური საბჭოს წევრია მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში. მას წესდება ხმის მიცემის უფლებას არ უზღუდავს, შესაბამისად, თუ ხალვაში კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.