09, ივლისი 2020 17:22:00
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება მეზღვაურებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან თაღლითური ჯგუფები, პანდემიით სარგებლობენ და თანხების სანაცვლოდ, დოკუმენტების მომზადებას ჰპირდებიან. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფაქტების გამო შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ათას 200-მდე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურს და სხვა ქვეყნის 100-მდე მეზღვაურს დაეხმარა.