10, სექტემბერი 2020 11:28:00
ბათუმში, კორონავირუსით დღეს დადასტურებული ინფიცირებული 27 პირიდან 16-ის წყარო უცნობია - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალ შემთხვევათა ერთი ნაწილი ინფიცირებული პირების ოჯახური კონტაქტებია.