11, სექტემბერი 2020 14:09:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ ბათუმში, 13 ობიექტი დააჯარიმა. უწყების ცნობით, კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები 10 სექტემბერს შეამოწმეს. რვა შემოწმებული სასტუმროდან პირობები ვერ დააკმაყოფილა ორმა:
1. სტამბული
2. გალოგრე
ასევე, შემოწმდა 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა დააკმაყოფილა, ხოლო ვერ დააკმაყოფილა 7-მა. ჩამონათვალი შემდეგნაირია:
1. ვილმარტი
2. სპარი
3. ნიკორა
4. ორი ნაბიჯი
5. იალჩინ მარკეტი
6. მაგნიტი
7. კარფური
შეგახსენებთ, შრომის ინსპექციამ სასტუმროებიც დააჯარიმა.