22, სექტემბერი 2020 17:11:00
„აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“კანონში ცვლილებებია. სიახლის მიხედვით, კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა კენჭისყრის დარულებიდან 7-ი დღის ვადაში მოეთხოვება. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკითხს მხარი ერთი მოსმენით დაუჭირეს. მათივე გადაწყვეტილებით, პარლამენტში ორ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ , ერთ ერთი კი მაჭახლის ხეობას ეხება. ავტორი, ვახტანგ წულაძეა. მისი განმარტებით, ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარედეს, გარდა ამისა, ხელვაჩაურის მერიას, იქ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება მიეცეს.