16, ოქტომბერი 2020 18:00:00
მდუმარე აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ შორის არიან, სამორინეების თანამშრომლები. მათი მთავარი მოთხოვნა საბანკო ვალდებულებების გადავადებაა. მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, დღეს შიმშილობა 8 მოქალაქემ დაიყო. ისინი გიორგი გორგილაძეს შეუერთდნენ, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან უკვე ხუთი დღეა შიმშილობს.