30, ოქტომბერი 2020 15:46:00
„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშოწყობა“ - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება-მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის, ფინანსური დახმარების გაწევას. აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70%-ს უფინანსებს.