21, ნოემბერი 2020 20:21:00
ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი გზაზე გადასვლას ცდილობდა. ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.