01, დეკემბერი 2020 12:01:00
"ფორმულა ნიუსის" ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გასროლის შედეგად კლინიკის მთავარი შესავლელის მინებია ჩამსხვრეული. ტყვიას შემთხვევით გადაურჩა სამედიცინო პერსონალი.
თავდამსხმელებმა 3 500 ლარის წაღება მოახერხეს. სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.