01, დეკემბერი 2020 18:15:00
ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან, რომელიც დღეს მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძე კი სამსახურში დღესაც უკანა კარიდან შევიდა. რიჟვაძეს სხდომის ჩატარება საყვირების ფონზე მოუწია. აქტივისტებს აქცია პერფორმანსის ცატარება სურდათ რაშიც პოლოიციამ ხელი შეუშალა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულია 4 პირი.
"20 კაციანი ბანდა" - ასე მოიხსენია დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეები. მოწოდებასთან ერთად, შეფასება თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. სხდომა, საყვირების და შეძახილების ფონზე დაიწყო.
გარდა შეძახილებისა და საყვირებისა, ოპოზიციონერ ლიდერებს და აქტივისტებს, მთავრობის სახლის წინ აქცია პერფორმანსის გამართვა სურდათ. მათ, შენობასთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს, თუმცა მათი ჰაერში გაშვების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაიწყო დაპრისპირება. შედეგად 4 ადამიანი დააკავეს.
სხვას აცხადებს აჭარის სამმართველოს უფროსი. კოტე ანანიაშვილი განმარტავს, რომ დაპირისპირების მიზეზი აქტივისტების მცდელობა გახდა, ასულიყვნენ ტროტუარზე და გაერღვიათ სამართალდამცველების კორიდორი.
ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. მათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციები თითქმის ერთ თვეს ითვლის. პროტეტს მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უცხადებენ.